ბეჭდვა |/ დახურვა
 
2011-10-20

სტუდენტური კონკურსი – „ორი ერი – ერთი ბედი, ბედისწერის ერთნაირად გატარებული წუთები“

აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის წარმომადგენლობა საქართველოში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით საქართველოს უმაღლეს სასწავლებლების სტუდენტებს შორის აცხადებს კონკურსს თემაზე – „ორი ერი – ერთი ბედი, ბედისწერის ერთნაირად გატარებული  წუთები“.

კონკურსში გამარჯვებული 5 სტუდენტი  3 დღით ბაქოში გაემგზავრება. ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები ბაქოს ისტორიულ ადგილებს მოინახულებენ, მიიღებენ მონაწილეობას ოფიციალურ სტრუქტურებში მოწყობილ შეხვედრებში  და გაეცნობიან თანატოლებს. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა  31 ოქტომბრამდე  უნდა წარმოადგინონ საელჩოში, ან გამოგზავნონ ელ–ფოსტაზე: tbilisi@mission.mfa.gov.az 7500–8000 სიტყვიანი ესსე (ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე) .

საკონკურსო კომისია 30 ნოემბრამდე საუკეთესო ესსეს ავტორებს გამოავლენს.
Print

« იხ. ყველა სიახლე