ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-11-24

ცნობილი ლიტველი ფოტოგრაფის ვიტას ლუცკუსის გამოფენა - „მოგზაურობებიდან“

25 ნოემბრიდან -14 დეკემბრის ჩათვლით, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში ცნობილი ლიტველი ფოტოგრაფისა და ლიტვური ფოტოგრაფიული სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ვიტას ლუცკუსის გამოფენა „მოგზაურობებიდან“ გაიმართება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება სერიები ფოტოგრაფის მოგზაურობებიდან თბილისში, აზერბაიჯანსა და ბაშკირეთში 1981 წელს და ალტაის მხარეში 1985 წელს. დამთვალიერებელი ასევე გაეცნობა მისი მოგზაურობების დროს, 1968-1986 წლებში, გადაღებულ პორტრეტებს სერიიდან „პორტრეტები ახლოდან“.

ლუცკუსის ცნობილი ნამუშევრების გარდა, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფოტოკოლექცია საქართველოს სერიიდან, რომელიც პირველად გამოიფინება ფართო საზოგადოების წინაშე.

მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი. შოთა რუსთაველის გამზ. 3
Print

« იხ. ყველა სიახლე