ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-09-21

წინანდლის პრემია

"ზურაბ ჟვანიას ფონდი" აცხადებს რიგით მეშვიდე კონკურსს წინანდლის პრემიის მოსაპოვებლად!

✔ განაცხადების მიღება იწარმოებს 2017 წლის 16 ოქტომბრიდან 17 ნოემბრამდე.

✔ პრემია მიენიჭებათ 18-30 წლის ახალგაზრდებს, შემდეგ ნომინაციებში:
⦿ თეატრალური ხელოვნება
⦿ კინოხელოვნება
⦿ მხატვრული ლიტერატურა (პროზა)
⦿ მხატვრული ლიტერატურა (პოეზია)
⦿ მუსიკა
⦿ ჰუმანიტარული მეცნიერებები
⦿ სახვითი ხელოვნება
⦿ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

✔ წინანდლის პრემიის ლაურეატები დაჯილდოვდებიან დიპლომით, პრიზითა და 5 000-ლარიანი ფულადი პრემიით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-30 წლის ახალგაზრდა მეცნიერებსა და შემოქმედებს; საკონკურსო ნამუშევრის წარდგენა შეუძლია როგორც თავად ავტორს, ასევე კულტურულ–საგანმანათლებლო დაწესებულებებს, გამომცემლობებს, შემოქმედებით ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებს, შესაბამისი სააპლიკაციო ფორმის მიხედვით.

დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ ბმული
საკონტაქტო ინფორმაცია: tsinandlispremia@yahoo.com (+995 32) 2 30 74 96

Print

« იხ. ყველა სიახლე