ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-04-25

სტუდენტთა მეორე ყოველწლიური ამერიკისმცოდნეობის რეგიონული კონფერენცია

ამერიკის შესწავლის ინსტიტუტი, ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაცია და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის მიმართულების სტუდენტთა სამეცნიერო წრე  26 აპრილს ატარებს სტუდენტთა მეორე ყოველწლიურ ამერიკისმცოდნეობის რეგიონულ კონფერენციას, რომელიც ეძღვნება აშშ-ში  სამოქალაქო უფლებების აქტის მიღების 50-ე წლისთავს.
 
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოსა და მისი მეზობელი ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების ნებისმიერი აკადემიური მიმართულების ბაკალავრიატის,მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს.
 
კონფერენციის მოხსენებების თემატიკა მრავალფეროვანია და მოიცავს  როგორც ჩრდილოეთ,  ასევე სამხრეთ ამერიკის ისტორიის, ლიტერატურის, ფილოსოფიის, კულტურის, ხელოვნების, ეთნოლოგიის, სოციალურ, ქალთა და სხვა საკითხებს.
 
განსაკუთრებით მივესალმებით სამეცნიერო ნაშრომებს, რომლებიც ამერიკაში სამოქალაქო უფლებების ისტორიის საკითხებს ეხება.
 
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა ელექტრონულ ფოსტაზე mariamikhat@yahoo.com  23 აპრილის, 14:00 საათამდე უნდა გადმოაგზავნონ შემდეგი მასალები მიმაგრებული ფაილის სახით (დანართი) :
·პირადი ინფრმაცია (სახელი, გვარი, სასწავლებლის, პროგრამის, კურსის დასახელება, საკონტაქტო ელექტრონული ფოსტა და მობილურის ნომერი)
·სამეცნიერო ხელმძღვანელის რეკომენდაცია დასკანერებული (მითითებული უნდა იყოს სამეცნიერო ხელმძღვანელის აკადემიური სტატუსი, სასწავლებელი, საკონტაქტო ელექტრონული ფოსტა და მობილურის ნომერი)
·მოხსენებები სრული ტექსტისა (5-6 გვერდი, Font: Sylfaen, ზომა 12) და თეზისების სახით (ერთი გვერდი)
 
დაგვიანებით გადმოგზავნილი განაცხადები არ დაიშვება!
    
მოხსენებებს შეარჩევს საორგანიზაციო კომიტეტი
 
კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი
 
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: mariamikhat@yahoo.com

იხილეთ ღონისძიების პროგრამა

Print

« იხ. ყველა სიახლე