ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-10-20

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიები გრანადის უნივერსიტეტში

თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად გრანადის უნივერსიტეტში (ესპანეთი).

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებს დანართი 1-ში მოცემული მიმართულებებიდან.

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი, ონლაინ სააპლიკაციო პროცედურა)

დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 31 ოქტომბრის 17 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე:erasmusplus@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით)
CV-ს ევროპული ფორმატი (ესპანურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (ესპანურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ან ესპანურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
ესპანური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი (სერთიფიკატის არქონის შემთხვევაში, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ სტუდენტებს, რომლებმაც ა/წ 12 ოქტომბერს თსუ ინსტიტუციონალური ენის ტესტირება წარმატებით გაიარეს)
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 2

სტიპენდიის ხანგრძლივობა:
ერთი სემესტრი (2016/2017 წლის გაზაფხულის სემესტრი)

სტიპენდია მოიცავს:
ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება.

შენიშვნა:
შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
ენის საერთაშორისო სერთიფიკატის არმქონე სტუდენტებს სტიპენდიის მოპოვების შემთხვევაში დამატებით მოუწევთ eLADE-ს გამოცდის ონლაინ ჩაბარება (სავალდებულოა, წარმოადგინოთ ტესტზე რეგისტრირების დამადასტურებელი დოკუმენტი ა/წ 6 ნოემბრამდე), რომელსაც თსუ და გრანადის უნივერსიტეტი ერთობლივად გაუკეთებენ ადმინისტრირებას!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: erasmusplus@tsu.ge
არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!

Print

« იხ. ყველა სიახლე