ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-03-29

დასაქმების ფორუმი

4 აპრილს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართება.

ფორუმის მონაწილე დამსაქმებლები წარმოადგენენ საბანკო და საფინანსო, დაზღვევის, სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროებს, მსხვილ სავაჭრო და სადისტრიბუციო ქსელებს, მომსახურებისა და ტურიზმის სფეროებს, სხვადასხვა პროფილის საკონსულტაციო და კვლევით ორგანიზაციებს. კერძო კომპანიების გარდა, ღონისძიებაზე წარმოდგენილები იქნებიან საჯარო სფეროს დამსაქმებლებიც: სამინისტროები და სხვა საჯარო სამსახურები, მათდამი დაქვემდებარებულ სტუქტურებთან ერთად.

70-ზე მეტი კერძო და საჯარო დამსაქმებლები გააცნობენ თსუ-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სტაჟირების, დასაქმებისა და კარიერული განვითარების სხვა შესაძლებლობებს.

დასაქმების ფორუმი სტუდენტებისა და დამსაქმებლების დაახლოების ეფექტური გზაა და საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, პირადად შეხვდნენ და გაესაუბრონ მათთვის სასურველი კომპანიებისა და ორგანიზაციების ადამიანური რესურსების განყოფილებების წარმომადგენლებს, წარუდგინონ საკუთარი თავი, მიიღონ ინფორმაცია პოტენციური დამსაქმებლის მიმდინარე თუ სამომავლო საკადრო საჭიროებებზე.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე

მონაწილე დამსაქმებელთა სრული სია

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ-ფოსტა: career@tsu.ge;
ტელ: 2294565

Print

« იხ. ყველა სიახლე