ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-04-04

საგრანტო კონკურსი ლიმერიკის უნივერსიტეტში სწავლის დაფინანსების მოსაპოვებლად

6 აპრილს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქველმოქმედო ფონდის iGeneration საგრანტო კონკურსის პრეზენტაცია გაიმართება. ფონდის მიზანია საქართველოს მოქალაქე სტუდენტებს ხელი შეუწყოს უცხო ქვეყნების უნივერსიტეტებში განათლების მიღებაში. ორგანიზაცია უზრუნველყოფს ლიმერიკის უნივერსიტეტში (ირლანდია) 4 წლიან საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტების  სრულ დაფინანსებას: როგორც სწავლის საფასურს, ასევე ყოველთვიურ სტიპენდიას, დაზღვევას, საცხოვრებელს, ავიაბილეთებს, ა.შ. ამ ეტაპისთვის iGeneration-ს დაფინანსებით უკვე 4 სტუდენტი სწავლობს ლიმერიკის უნივერსიტეტში.
 
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქე სტუდენტს, რომელიც სწავლობს საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტის პირველ, მეორე ან მესამე კურსზე და ფლობს ინგლისურს.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 101-ე აუდიტორია

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:
პრეზენტაცია,  
ბმული
 


Print

« იხ. ყველა სიახლე