ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-10-07

მასწავლებელთა საუნივერსიტეტო კონფერენცია- “უნივერსიტეტი სკოლას სკოლა უნივერსიტეტს”

17ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტიტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტი მასწავლებელთა საუნივერსიტეტო კონფერენციას - “უნივერსიტეტი სკოლას სკოლა უნივერსიტეტს” გამართავს. 
 
კონფერენციის მიზანია  კავშირის დამყარება საშუალო სკოლასა და უმაღლეს სკოლას შორის, რაც ხელს შეუწყობს  როგორც პრაქტიკოსი მასწავლებლის, ასევე უნივერსიტეტის  შესაბამისი მიმართულების პროფესორ მასწავლებელთა  საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებას. 

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს  ყველა საშუალო და უმაღლესი სკოლის პედაგოგსა და პროფესიულ საზოგადოებას.


Print

« იხ. ყველა სიახლე