ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-05-03

კონკურსი სტუდენტებისთვის საუკეთესო მცირემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის გამოსავლენად

საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 2016 წლის 25 მაისიდან 9 ივნისამდე  თსუ ახორციელებს პროექტს: „ქართული ტოლერანტობა მეფე აიეტიდან დღემდე“.

პროექტის ფარგლებში ცხადდება კონკურსი სტუდენტებისთვის საუკეთესო მცირემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის გამოსავლენად.

კონკურსის პირობები:
მონაწილეობის მიღება შეუძლია თსუ-ს კინო-ტელე ხელოვნების ან სხვა მიმართულების სტუდენტს, რომელიც შეძლებს შექმნას მცირემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი თემაზე „ეროვნული უმცირესობები და საქართველო“ .

ფილმის ხანგრძლივობა: მაქსიმუმ 5 წუთი;  
ფილმის ენა: ქართული;
ფილმის მონტაჟი: მემონტაჟის მოწვევასა და მასთან დაკავშირებული ხარჯის დაფარვას უზრუნველყოფს კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტი.
    
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2016 წლის 10 მაისამდე საკუთარი გვარ-სახელი, ტელეფონის (მობილური) ნომერი, ფილმის სათაური და დაკონკრეტებული თემატიკა უნდა გაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tolerantoba2016@yahoo.com

ფილმის შავი მასალა, ორგკომიტეტთან შეთანხმებით, შესაძლებელია დამონტაჟდეს 10 მაისიდან 31 მაისამდე.
    
ფილმების თსუ-ში პრეზენტაციის სავარაუდო თარიღი: 7 ივნისი, 2016

ფილმებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური სამი კაცის შემადგენლობით.

გამარჯვებული  დოკუმენტური ფილმის ავტორი დაჯილდოვდება.
    
საკონტაქტო პირი: მედეა აბულაშვილი 599 509 123

Print

« იხ. ყველა სიახლე