ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-12-11

ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტთა საყურადღებოდ!

პროექტი "თსუ დესპანი - 2018" იწყება

თსუ დესპანი საბავშვო უნივერსიტეტის პროექტია, რომლის  მიზანია ნებისმიერი საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტმა მშობლიური სკოლის მოსწავლეებს გააცნოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები და სტუდენტური ცხოვრება.

პროექტი 6 წელია ხორციელდება. პროქტში მონაწილეობა ხელს უწყობს სტუდენტებში მოხალისეობრივი პრაქტიკის დანერგვას და არაფორმალური განათლების განვითარებას, რომელიც რექტორატისა და ადმინისტრაციის განსაკუთრებული მხარდაჭერით სარგებლობს.

2018  უნივერსიტეტი 100 წლის იუბილეს იზეიმებს, ამიტომ თსუ დესპანის ფორმატი განსხვავებული იქნება.

"თსუ დესპანი - 2018"-ში მონაწილეებს მთელი წლის განმავლობაში გექნებათ შესაძლებლობა მშობლიურ სკოლაში  თსუ პროფესორებთან და საბავშვო უნივერსიტეტთან ერთად დაგეგმოთ სხვადასხვა ღონისძიება.

"თსუ დესპანი - 2018"-ში მონაწილეებს სკოლებში პრეზენტაციის დაგეგმვამდე ჩაუტარდებათ ტრეინინგი, რომლის ჩატარების თარიღს საინფორმაციო შეხვედრაზე გაგაცნობთ.

პროექტში მონაწილეობის მსურველები 11 დეკემბრიდან - 8 იანვრის ჩათვლით დარეგისტრირდით ბმულზე


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
555-65-41-40; 597-22-26-16
junior.tsu.ge, Facebook.com/თსუ დესპანი-TSU envoy

მის.: თსუ პირველი კოპრუსი, უწყვეტი განათლების ცენტრის შენობა, მეორე სართული. (უნივერსიტეტის ბაღი, ორსართულიანი შენობა)
Print

« იხ. ყველა სიახლე