ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-02-15

სან დიეგოს უნივერსიტეტმა MIA-ს ფინალში გასულ მე-12 კლასელებს სტიპენდიები გადასცა

12 თებერვალს, სასტუმრო "რადისონში" საქართველოს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი გაიმართა. კონკურსში საშუალო სკოლის მოსწავლეებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, წარმოადგინეს პროექტები ინოვაციებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერების დარგში. კონკურსის ფინალში 10 გუნდი გავიდა. პროფესიულმა კომისიამ მათგან სამი საუკეთესო აირჩია.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) საქართველოში ულოცავს ფინალში გასულ ათივე გუნდს გამარჯვებას და ყველა იმ მონაწილეს, რომელიც მე-12 კლასშია, დააჯილდოვებს 50%-იანი სტიპენდიით.


„გასულ წელს ინოვატორმა, განსაკუთრებული გამომგონებლური ნიჭით დაჯილდოებულმა ბავშვებმა აირჩიეს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამები საქართველოში. გვინდა, წავახალისოთ წლევანდელი კონკურსის გამარჯვებულები, რომ ისინიც შემოუერთდნენ ჩვენი სტუდენტების დინამიურ გუნდს“
, განაცხადა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანმა საქართველოში პროფესორმა კენ უოლშმა.

ათასწლეულის გამოწვევის კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის საქართველოში ინოვაციებისა და STEM განათლების პოპულარიზაციის მიზნით ტარდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU), ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში, საქართველოში ახორციელებს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, ACS, WASC) საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოში საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების განვითარებასა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას. პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით.

Print

« იხ. ყველა სიახლე