2010-10-05
ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ფონდის პრეზენტაცია
![](/data/image_db_innova/PR/Picture 005 [1280x768].jpg)
ექვთიმე თაყაიშვილის ფონდი საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს ინიციატივით შეიქმნა. ფონდის მიზანია იმ სტუდენტთა ხელშეწყობა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ფრანგული კულტურით. ყოველწლიურად ფონდი ერთი წლის ვადით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტებს სტიპენდიებს მიანიჭებს. როგორც საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს პრეზიდენტმა ოთარ ზურაბიშვილმა განაცხადა ფონდი სტუდენტების ხელშეწყობას უფრო აქტიურად განაგრძობს და მომავალში სტიპენდიანტთა რაოდენობაც გაიზრდება.
ღონისძიებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და ქართველი ლიტერატორები დაესწრნენ.
![](/data/image_db_innova/PR/Picture 016 [1280x768].jpg)
« იხ. ყველა სიახლე