ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-12-09

თსუ რექტორის განცხადება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა გამოეხმაურა რვა სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლებლის რექტორის მიმართვას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და პარლამენტის წევრების მიმართ.
"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო ერთ-ერთი პირველი უმაღლესი სასწავლებელი, რომელმაც საბიუჯეტო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მძაფრი რეაქცია გამოხატა. ჩვენ ოფიციალური წერილით მივმართეთ ფინანსთა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრებს, რის შემდეგაც ფინანსთა სამინისტროში გაიმართა სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებისა და კანცლერების შეხვედრა. ჩვენ  შეხვედრაზე არგუმენტირებული მოსაზრებები და წინადადებები  დავაფიქსირეთ. შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ უნივერსიტეტების წარმომადგენელთა ყველა შენიშვნას და წინადადებას გაითვალისწინებდნენ. შეგვპირდნენ, რომ უნივერსიტეტების შემოსავლებისა და ხარჯების სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე გადატანით, უნივერსიტეტების ავტონომიურობა არ იზღუდებოდა. ამ შეხვედრაზე ზოგიერთი უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენელი მიესალმა კიდეც ცვლილებების პროექტს. ამიტომ ფინანსთა სამინისტროს პირობის შემდეგ,  ჩვენთვის ცოტა გასაკვირია მიმართვა პარლამენტისადმი. ამის მიუხედავად, ჩვენთვის რომ შემოეთავაზებინათ, უნივერსიტეტების სოლიდარობის პრინციპიდან გამომდინარე, ამ მიმართვას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორიც მოაწერდა ხელს,“- აღნიშნა თსუ რექტორმა ვლადიმერ პაპავამ.
მისივე განცხადებით, უნივერსიტეტის ავტონომიურობის განმტკიცებისთვის აუცილებელია შეიცვალოს მათი სამართლებრივი ფორმა და საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან დაუბრუნდნენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის  სტატუსს.
საბიუჯეტო კოდექსის ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს პარლამენტის წევრებს რვა სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის რექტორმა  მიმართა. მიმართვაში ნათქვამია, რომ დაგეგმილი ცვლილებები საფრთხეს უქმნის უნივერსიტეტების ავტონომიას.

Print

« იხ. ყველა სიახლე