![](/data/image_db_innova/PR/1385871_10151687232587233_578496138_n.jpg)
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრმა 30-მდე გადამზადებულ პრობაციონერს 18 ოქტომბერს სერტიფიკატები გადასცა.
ღონისძიებას თსუ რექტორის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში
ალექსანდრე ჩხიტაური, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრის დირექტორი
დავით მაისურაძე, თსუ-სა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„პრობაციონერებმა და ყოფილმა მსჯავრდებულებმა საუნივერსიტეტო სივრცეში წარმატებით გაიარეს პროფესიული გადამზადების კურსები, რის შედეგადაც მოხდა მათი რესოციალიზაცია. მოხარული ვარ, რომ უნივერსიტეტი ჩართულია პროგრამაში და მასპინძლობს ამ ღონისძიებას“,- განაცხადა თსუ რექტორის მრჩეველმა სამართლებრივ საკითხებში ალექსანდრე ჩხიტაურმა.
იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის და ინოვაციების ცენტრის დირექტორის დავით მაისურაძის თქმით,
„ყოფილ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით ხორციელდება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, წლის განმავლობაში დაახლოებით 100-მდე ყოფილი მსჯავრდებული გაივლის პროფესიული გადამზადების სხვადასხვა კურსს. გადამზადება ხდება სრულიად უსასყიდლოდ, ხარჯებს ანაზღაურებს დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრი. კურსები განხორციელდა თსუ-ს ბაზაზე და ყოფილ მსჯავრდებულებს, რომლებმაც აღნიშნული კურსი წარმატებით გაიარეს, სერტიფიკატები გადაეცათ“.
თსუ აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრმა პრობაციონერები სამ პროგრამაში (კომპიუტერული უნარ-ჩვევები, ორის ბუღალტერია, მცირე ბიზნესის მწარმოებელი) გადაამზადა.