ბეჭდვა |/ დახურვა
 
2010-05-15

პროფესორი დ’ალემბერტე თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს   14 მაისს ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსი, ამერიკის იურისტთა ასოციაციის პრეზედენტი და ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დ’ ალემბერტე ეწვია. იგი უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა და სტუდენტებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე “ამერიკელი იურისტი”. შეხვედრაზე პროფესორმა დ’ალემბერტემ ამერიკაში იურიდიულ განათლებაზე, ამერიკელ იურისტზე და საზოგადოებაში მის როლზე ისაუბრა. ამავე დროს, აქცენტი გააკეთა ამერიკაში უმაღლესი განათლების სისტემაზე, მის დადებით და უარყოფით მხარეებზე. ლექციის ბოლოს დისკუსიაც გაიმართა. ქართველმა სტუდენტებმა ამერიკელი პროფესორისგან ამერიკულ უნივერსიტეტებში საერთაშორისო სამართლის სწავლების სპეციფიკის შესახებაც მოისმინეს.



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე