ბეჭდვა |/ დახურვა
 
2010-11-02

თსუ-ში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის 60 წლის იუბილე აღნიშნეს

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპისმცოდნეობის ინსტიტუტში ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები, სხვა მოწვეული სტუმრები და სტუდენტები ესწრებოდნენ. თსუ-ის რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით "მსგავსი თემატიკის ღონისძიებები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ განვსაზღვროთ თუ რა კეთდება ქვეყანაში ამ კუთხით და საერთოდ, რას წარმოადგენს ეს კონვენცია ზოგადად." "თსუ შეუერთდა იმ ევროპული ინსტიტუტების რიგს, რომლებიც ევროპული კონვენციის დღეს აღნიშნავენ"_ აღნიშნა ევროპისმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი ნინო ლაპიაშვილმა. ღონისძიებაზე ლატვიაში საქართველოს ელჩის კონსტანტინე კორკელიას ახალი წიგნების პრეზენტაცია მოეწყო, გაიმართა სტუდენტთა საუკეთესო ნაშრომების წარმოდგენა და საუკეთესო სტუდენტების დაჯილდოვება.
Print

« იხ. ყველა სიახლე