ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-02-06

"ტოტალიტარიზმი და ლიტერატურული დისკურსი. მე-20 საუკუნის გამოცდილება”

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ მომზადებული წიგნი "ტოტალიტარიზმი და ლიტერატურული დისკურსი. მე-20 საუკუნის გამოცდილება” (“ Totalitarianism and Literary Discourse.  20th Century Experience”)
გამომცემლობამ  Cambridge Scholars Publishing 2012 წელს გამოსცა. წიგნის რედაქტორია ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ირმა რატიანი.
 
წიგნს საფუძვლად დაედო 2009 წელს ლიტერატურის ინსტიტუტში ჩატარებული ამავე სახელწოდების საერთაშორისო კონფერენციის მასალები. კონფერენცია ჩატარდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით და თავი მოუყარა დარგის აღიარებულ სპეციალისტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს იყო პირველი საერთაშორისო ფორუმი, რომელიც დაეთმო ტოტალიტარიზმის, უპირატესად საბჭოთა ტოტალიტარიზმის გავლენასა და შედეგებს ლიტერატურულ პროცესზე. კონფერენციის დასრულების შემდეგ, 2010 წელს ქართულ ენაზე დაიბეჭდა მასალების კრებული, რომელმაც ფართო საერთაშორისო ყურადღება გამოიწვია.  სწორედ ამ მასალების რჩეული 2012 წელს ინგლისურ ენაზე გამოსცა ცნობილმა ინგლისურმა საგამომცემლო სახლმა _ Cambridge Scholars Publishing
ეს არის ფილოლოგიური პროფილის პირველი სამეცნიერო წიგნი, რომელიც მომზადდა საქართველოში, ქართულ კვლევით ცენტრში და რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. წიგნის გამოცემა ესოდენ პრესტიჟულ უცხოურ გამომცემლობაში არის უაღრესად სერიოზული ნაბიჯი, გადადგმული ქართული მეცნიერების ინტერნაციონალიზაციისაკენ, რაც უსათუოდ შეუწყობს ხელს თანამედროვე ქართული ფილოლოგიური სკოლის მიღწევების ექსპორტს საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში.



Print

« იხ. ყველა სიახლე