ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-02-01

ახალაღმოჩენილ მღვიმეს „თსუ 95“ ეწოდა

1 თებერვალს ჭიათურაში, ყვირილას ხეობაში ახლადაღმოჩენილ მღვიმეს „თსუ 95“ ეწოდა. ამ სახელის მინიჭება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო წელს უკავშირდება. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ეს არის მღვიმის აღმოჩენის პირველი ფაქტი.
მღვიმის აღმოჩენა უკავშირდება თსუ ასისტენტ პროფესორს გიორგი დვალაშვილს, სამეცნიერო ექსპედიციაში მასთან ერთად თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერები და სტუდენტები მონაწილეობენ. მღვიმე არა მარტო გეოგრაფებისა და გეოლოგების ყურადღებას იქცევს, შესაძლოა მისი შესწავლით არქეოლოგები, ბოტანიკოსები, ზოოლოგები დაინტერესდნენ. გიორგი დვალაშვილის განცხადებით, ახალაღმოჩენილი მღვიმეში სასწავლო ექსპედიციები, საზაფხულო სკოლა მოეწყობა. დაგეგმილია საერთაშორისო სიმპოზიუმებისა და კონფერენციების მოწყობაც.
მღვიმის წინა ნაწილი (შესასვლელის სიმაღლე 6 მ, სიგანე 10 მ) 55 მეტრი სიგრძის დაბალი დერეფნითაა წარმოდგენილი, რომელიც ძალზე ვიწრო და დაბალი ხვრელით მღვიმის მეორე, უფრო ვრცელ დარბაზს (სიგანე 10 მ, სიმაღლე 8 მ) უკავშირდება. მღვიმეში რამდენიმე სიგრძის განშტოებები გამოიყოფა. ზღვის დონიდან მღვიმის აბსოლუტური სიმაღლე 505 მ, ხოლო მდინარის შეფარდებითი სიმაღლე 110 მ-ია.
ქიმიური ნალექებიდან გვხვდება კალციტის ქერქგადაკრული უბნები; მექანიკურიდან ნგრევის და გამოფიტვის ადგილობრივი პრუდუქტები, სტალაქტიტები და სტალაგმიტები.
მღვიმის წინა ნაწილი დინამიურია, ბოლო – სტატიური, ჰაერის ტემპერატურა მღვიმის წინა მონაკვეთში, ვიწრო ხვრელამდე _ 150 აღწევდა, მეორე დაღმავალ ვრცელ დარბაზში კი 110 აღინიშნა. წინა მონაკვეთი მშრალია, მეორე _ შედარებითი სველი. დროებითი ღვარების შემოსვლის პერიოდული ხასიათი აქვს. მღვიმეში ბინადრობენ ღამურები და სხვადასხვა სახის მწერები, ისტორიული დროის ნაგებობა.


Print

« იხ. ყველა სიახლე