ბეჭდვა |/ დახურვა
 
2011-07-27

”მისია 2011“

26 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და კომპანია „IDS ბორჯომი  საქართველოს“ ერთობლივი კონკურსის “მისია 2011“ დასკვნითი ეტაპი გაიმართა. კომპეტენტურმა ჟიურიმ შვიდი ფინალისტი გუნდიდან სამი საუკეთესო შეარჩია. კონკურსის გამარჯვებულად გუნდი „3D” დასახელდა, მეორე და მესამე ადგილი შესაბამისად გუნდებზე „სტრატეგია“ და  გადანაწილდა.

ფინალისტებმა კომპანია ბორჯომის კომუნიკაციური სტრატეგია 2012 წარმოადგინეს. გამარჯვებულ გუნდებს კომპანიის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო, ხოლო ყველა ფინალისტს  სერტიფიკატები და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამახსოვრო საჩუქრები  გადაეცათ. ჟიურის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და კომპანია „IDS ბორჯომი  საქართველო“-ს გენერალური დირექტორი ზაზა კიკვაძე ხელმძღვანელობდნენ.  

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „IDS ბორჯომი  საქართველო“–ს ერთობლივ პროექტში „მისია 2011“ მონაწილეობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 50-მდე სტუდენტურმა გუნდმა მიიღო. კომპეტენტურმა ჟიურიმ პირველი ტურში 7 ფინალისტი გუნდი გამოავლინა, რომლებიც საუკეთესოს ტიტულისათვის იბრძვიან. პროექტის ფარგლებში მეორე ტურში გადასული ფინალისტი გუნდის წარმომადგენლები 7 ივნისს, ქალაქ ბორჯომში იმყოფებოდნენ, სადაც „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ქარხნები დაათვალიერეს და მეორე ტურის დავალება მიიღეს.
















Print

« იხ. ყველა სიახლე