ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-10-29

თურქი მხატვარი თსუ-ში

29 ოქტომბერს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თურქი მხატვრის ქურთულუშ ნური ოზის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე თურქმა მხატვარმა თსუ-ს სტუდენტებისა და მოწვეული სტუმრებისთვის ებრუს მეთოდით ხატვის დემონსტრირება მოახდინა. გამოფენას თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი დარეჯან თვალთვაძე, თსუ იუნუს ემრეს კულტურის ცენტრის დირექტორი ბარიშ დემირი და სტუდენტები დაესწრნენ.
„ნური ოზი უკვე მეორედ ეწვია თსუ-ს. მისი ხატვის მეთოდი საკმაოდ ორიგინალურია. ამიტომაც თსუ სტუდენტებმა მისი შემოქმედებისადმი დიდი ინტერესი გამოამჟღავნეს. გამოფენის ორგანიზატორია თსუ იუნუს ემრეს კულტურის ცენტრი, რომლის ინიციატივითაც თსუ-ში გაიხსნება ებრუს მეთოდით ხატვის კურსები“- აღნიშნა თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
თურქი მხატვრის ქ  ურთულუშ ნური ოზის თქმით, „ებრუს მეთოდით ხატვამ ქართველი სტუდენტები დააინტერესა. სტუდენტებს თავად მიეცათ ხატვის საშუალება. სასიამოვნოა, რომ ებრუს კურსები გაიხსნება თსუ-ში“.
ებრუს მეთოდით მხატვრობა ქითრედ წოდებული წებოს ერთ-ერთი სახეობით და სპეციალურად დამზადებული საღებავებით კონცენტრირებული წყლით ქაღალდზე გადატანილი დეკორატიული ხელოვნებაა. ხელოვნების ეს დარგი სავარაუდოდ მე-13 საუკუნეში თურქესტანის ქალაქ ბუხარაში ჩამოყალიბდა, მოგვიანებით კი ოსმალეთში  გადაინაცვლა. დასავლეთში „ებრუ“ მოიხსენიება როგორც „თურქული ქაღალდი“ ან „მარმარილოს ქაღალდი“. ასტრალაგუსის სითხისგან მიღებული წებო ან „ქერაჟინი“ (ზღვის მცენარე) ზრდის წყლის სიბლანტეს, მასას ემატება მსხვილფეხა ცხოველის ნაღველი ისე, რომ წყლის ფსკერზე არ მოხვდეს, წყლის ზედაპირზე საღებავებით „ბიზ“-ად წოდებული მეტალის საშუალებით გამოსახავენ ყვავილებს ან ფიგურებს, რომელიც გადააქვთ ფურცელზე. სახატავი ფუნჯი კი ბებერი ცხენის კუდის თმისგან და ვარდის ტოტისგან მზადდება.
მხატვარი ქურთულუ შ ნური ოზი, ამავდროულად ფლობს რიკას (ოსმალეთში ყოველდღიურ მიმოწერაში, წერილებში, ნაწარმოებებსა და, საერთოდ, ოსმალეთში პირველად გამოყენებული დამწერლობის სახეობა)  და სულუსს (არაბული დამწერლობის სახეობა). მას რამდენიმე ერთობლივ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული.
ნური ოზიმ სამხატვრო   კარიერა 2004 წელს ებრისტანში (სტამბოლის ებრუს ხელოვნების სახლი) ებრუს სპეციალისტ ჰიქმეთ ბარუთჩუგილის ხელმძღვანელობით დაიწყო. 2009 წელს საქმიანობა განაგრძო ებრუს სპეციალისტ მაჰმუდ პეშტელის ხელმძღვანელობით. ამჟამად მხატვარი  უსკუდარში მდებარე სახელოსნოში მოღვაწეობს. თურქი მხატვარი თსუ-ს მეორედ სტუმრობს.
ქურთულუშ ნური ოზი თბი ლისში თსუ-ს იუნუს ემრეს კულტურის ცენტრის მოწვევით ჩამოვიდა. იუნუს ემრეს კულტურის ცენტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012 წლის 31 მაისს თურქოლოგიის მიმართულების  სტუდენტებისთვის გაიხსნა.
30 ოქტომბერს ქ ურთულუშ ნური ოზი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას ეწვევა.


Print

« იხ. ყველა სიახლე