ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-02-15

თსუ „განათლების საერთაშორისო გამოფენა 2013“-ზე „სტენდის საუკეთესო დიზაინისთვის“ სერტიფიკატით დაჯილდოვდა

15-16 თებერვალს „განათლების საერთაშორისო გმოფენა 2013“ გაიმართა, რომელზეც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საკუთარი კონცეფციითა და სლოგანით “იარე ჩვენთან ერთად“ წარსდგა. სლოგანი აერთიანებს კავკასიაში პირველი უნივერსიტეტის წარსულს, აწმყოსა და მომავალს.
 „განათლების საერთაშორისო გამოფენა 2013“-ზე  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთ ნომინაციაში გაიმარჯვა. გასული წლის მსგავსად თსუ საგამოფენო სტენდის საუკეთესო დიზაინისთვის სერტიფიკატით დაჯილდოვდა.
გამოფენაზე მოსულმა  დამთვალიერებელმა სრულყოფილი ინფორმაცია მიიღო უნივერსიტეტის ექვსივე ფაკულტეტზ ე სწავლების სამივე საფეხურის და სასწავლო პროგრამების შესახებ; გაეცნო უნივერსიტეტის გამოცემებს, საიუბილეო ფოტოპროექტს, რომელშიც ინტერნეტგამოკითხვის შედეგად შერჩეული 32 წარმატებული უნივერსიტეტელი გაერთიანდა. თსუ-ში სწავლის მსურველ აბიტურიენტებს კი  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.







Print

« იხ. ყველა სიახლე