2013-02-15
თსუ „განათლების საერთაშორისო გამოფენა 2013“-ზე „სტენდის საუკეთესო დიზაინისთვის“ სერტიფიკატით დაჯილდოვდა
![](/data/image_db_innova/PR/sertifikati.jpg)
„განათლების საერთაშორისო გამოფენა 2013“-ზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთ ნომინაციაში გაიმარჯვა. გასული წლის მსგავსად თსუ საგამოფენო სტენდის საუკეთესო დიზაინისთვის სერტიფიკატით დაჯილდოვდა.
გამოფენაზე მოსულმა დამთვალიერებელმა სრულყოფილი ინფორმაცია მიიღო უნივერსიტეტის ექვსივე ფაკულტეტზ ე სწავლების სამივე საფეხურის და სასწავლო პროგრამების შესახებ; გაეცნო უნივერსიტეტის გამოცემებს, საიუბილეო ფოტოპროექტს, რომელშიც ინტერნეტგამოკითხვის შედეგად შერჩეული 32 წარმატებული უნივერსიტეტელი გაერთიანდა. თსუ-ში სწავლის მსურველ აბიტურიენტებს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
« იხ. ყველა სიახლე