ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-10-20

პროფესორ გედევან ხელაიას 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორ გედევან ხელაიას დაბადებიდან 90 და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის 65 წლის აღსანიშნავი საზეიმო სხდომა გაიმართა.

ღონისძიებაზე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ პროფესორი გედევან ხელაია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტთან წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, აქტიური პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედლით დააჯილდოვა.

ღონისძიებას მეცნიერები, ეკონომისტები, საზოგადო მოღვაწეები - გედევან ხელაიას კოლეგები, მეგობრები, მოსწავლეები დაესწრნენ.

პროფესორი გედევან ხელაია 12 მონოგრაფიის ავტორია. ის იყო თსუ ფინანსებისა და კრედიტის კათედრის გამგე. მეცნიერების გარდა, გედევან ხელაიას საქმიანობა გამორჩეულია ეკონომიკის სწავლებაში. გედევან ხელაია წლების განმავლობაში იყო თსუ ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, გორის ეკონომიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი რექტორი.
Print

« იხ. ყველა სიახლე