ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-06-14

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შეხვედრა თსუ სტუდენტური თვითმმართველობის წევრებთან

უნივერსიტეტში ბოლო პერიოდში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით თსუ სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა კიდევ ერთხელ შეხვდა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ სტუდენტური თვითმმართველობის პატარა ჯგუფთან რამდენიმე დღის წინ გამართული შეხვედრის შემდეგ გადაწყდა თვითმმართველობის წარმომადგენელ უფრო ფართო საზოგადოებასთან შეხვედრა. მისი თქმით, შექმნილ სიტუაციაში  საჭიროა სხვადასხვა ჯგუფის შეხედულებათა შეჯერება და ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილების მიღება: "კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩემი შეხუდელება, რომ ყველა სტუდენტის ინტერესი არის უნივერსიტეტი გახდეს უკეთესი, განვითარდეს, თვითმმართველობა გადავიდეს შემდეგ დონეზე. თუმცა მხარეთა ხედვები განსხვავდება. სწორედ ამ განსხვავებებზე პუნქტობრივად გვქონდა საუბარი. მათ შორის საქართველოს კანონის „უმაღლესი განათლების შესახებ“  45-ე მუხლზეც.  შემდეგი დღეებისთვის ჩემი საშინაო დავალება იქნება, შევეცადო სხვა მონაწილე მხარეებთან და სხვა უნივერსიტეტების თვითმმართველობის წარმოამდგენლებთან პოზიციები შევაჯეროთ.“
თსუ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბახვა კვირიკაშვილმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ მინისტრი შეხვდა თვითმმართველობის არა მხოლოდ პატარა ჯგუფს, არამედ ყველა წევრს; მათგან მიიღო ინფორმაცია. მისი თქმით, „მინისტრი მზად არის, რომ მოლაპარაკებების გზით გადაწყდეს პრობლემები. ჩვენ მას მივაწვდით სიტუაციიდან გამოსავლის ჩვენეულ კონკრეტულ ხედვებს. შექმნილ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უსამართლობის წახალისება არ უნდა ხდებოდეს საზოგადოების არც ერთი სექტორის მხრიდან.“


Print

« იხ. ყველა სიახლე