ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-06-15

თსუ ბიბლიოთეკის რესტავრაციის ლაბორატორიის პრეზენტაცია

15 ივნისს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის რესტავრაციის ლაბორატორიის პრეზენტაცია გაიმართა.
„ბიბლიოთეკისთვის ასეთი ლაბორატორიის არსებობა აუცილებელია. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მილიონობით წიგნი ინახება, რომელსაც მოვლა სჭირდება. ბევრია რარიტეტული გამოცემა, უნიკალური წიგნები, ხელნაწერები დოკუმენტები, რომელთაც  ლაბორატორიის მეშვეობით პირვანდელი სახე დაუბრუნდება“- აღნიშნა თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტშვილმა.
„რესტავრაციის ლაბორატორია 2011 წლის ივლისში შეიქმნა და აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკითა და ხელსაწყოებით. სამუშაოდ მოვიწვიეთ ახალგაზრდა სპეციალისტები - რესტავრატორები, რომლებმაც სტაჟირება გაიარეს. დღეისთვის ასამდე წიგნია აღდგენილი“- განაცხადა თსუ ბიბლიოთეკის დირექტორმა ზურაბ გაიპარაშვილმა.
თსუ რექტორის მრჩეველთა საბჭოს წევრმა, აკადემიკოსმა მზექალა შანიძემ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შექმნის ისტორიასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა არ არის წიგნების გროვა, ან მხოლოდ წიგნების საცავი. ეს ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც აქამდე მნიშვნელოვან როლს თამაშობდა უნივერსიტეტის ცხოვრებაში და მომავალშიც გააგრძელებს.“
პრეზენტაციაზე მე-19 საუკუნეში გამოცემული და რესტავრირებული ათი წიგნი, ერთი ხელნაწერი და ორი ფერწერული ტილო იყო წარმოდგენილი.






Print

« იხ. ყველა სიახლე