ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-06-30

პლატფორმა რეფორმებისთვის

29 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა საუნივერსიტეტო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე ,,უნივერსიტეტის მოდერნიზაცია: სტუდენტი, როგორც უნივერსიტეტის განახლების პროცესის მნიშვნელოვანი მონაწილე“. ღონისძიებას თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე, პროფესორები, სტუდენტები დაესწრნენ.

კონფერენციაზე განიხილეს სტუდენტური გაერთიანების, ორგანიზაციების, ინსტიტუციის მოწყობის, მართვის მოქმედი ფორმების სამა რთლებლივი ანალიზი სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე (სტუდენტთა უფლებების და მოვალეობების განმსაზღვრელი ნორმატიული დოკუმენტები და საკანონმდებლო აქტები); უცხოური უნივერსიტეტების მაგალითი (მათ შორის სტუდენტური გაერთიანებების ფუნქცია-მოვალეობების აღწერა; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრირებაში, გადაწყვეტილების მიღების პროცესში სტუდენტთა ჩართულობის ფორმა; ერთი ქვეყნის ჭრილში სხვადასხვა საუნივერსიტეტო მოდელი ან რამდენიმე ქვეყნის ჭრილში ერთი მოდელის ანალიზი. არსებული მოდელის შესაბამისობა ქართულ რეალობასთან. უნივერსიტეტში არსებული ფორმალური თუ არაფორმალური სტუდენტური გაერთიანების გამოცდილება, წარმოდგენილი მოდელის დანერგვის ხედვა.

წარმოდგენილ თემებსა და სხვა საკითხებზე გაიმართა დისკუსია. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში დაიგეგმება შეხვედრა, რომელზეც განიხილება სტუდენტური წარმომადგენლობითი ორგანოს მოდელები, უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან სტუდენტური ღონისძიებების დაფინანსების საკითხი.
Print

« იხ. ყველა სიახლე