ბეჭდვა |/ დახურვა
 
2020-03-12

"ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქვეყანაში ინკლუზიური განათლების მიღწევებისა და გამოწვევების საკითხზე, "ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად" (Curriculum Innovation for Social Inclusion (CISI) კონსორციუმის შეხვედრა გაიმართა კორონავირუსთან (COVID 19) დაკავშირებული საფრთხიდან გამომდინარე  უცხოელ მონაწილეთა  და  საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელთა ჩართვა შეხვედრაში ონლაინ ფორმატში მიმდინარეობდა. 

პროექტი „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ (Curriculum Innovation for Social Inclusion (CISI) თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ერაზმუს + Capacity Building in Higher Education (CBHE) მხარდაჭერით ხორციელდება.  პროექტის შედეგად განათლებისა და მეცნიერების ფაკულტეტზე დაინერგება 10-11 ახალი კურსი, რომელიც მომავალ პედაგოგებს საშუალებას მისცემს შეიძინონ ცოდნა და უნარები,თუ როგორ იმუშაონ განვითარების სხვადასსხვა დარღვევის მქონე მოსწავლეებთან.  

 საპროექტო განაცხადის მომზადებასა და პროექტის განხორციელებას კოორდინაციას უწევს ფსიქილოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრი. პროექტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს შშმ პირთა სოციალურ ჩართულობას, სკოლებში ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესების გზით. პროქტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ძირითადი ამოცანების განხორციელება: პროექტის პარტნიორ ქართულ უნივერსიტეტებში მასწავლებლის მოსამზადებელ 300 - კრედიტიან პროგრამაში სპეციალურ განათლებასთან დაკავშირებული ახალი აკადემიური კურსების/მოდულების მომზადება,  პროექტის ბოლოს ყველა კურსი იქნება  Moodle –ის ფორმატში; სპეციალური მასწავლებლის მოსამზადებელი 60-კრედიტიანი სასერტიფიკატო პროგრამის მომზადება – პროექტის დასრულების შემდეგ პროგრამა იქნება დისტანციური სწავლების ფორმატში; მოკლე სატრენინგო პროგრამების მომზადება დაინტერესებული პირებისთვის; ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ქსელის ჩამოყალიბება –  სკოლების, უნივერსიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა სახელმწიფო უწყებების ურთიერთთანამშრომლობა.

პროექტში ჩართულია ოთხი ქართული უნივერსიტეტი, ოთხი უცხოური უნივერსიტეტი, სამი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელებიც შეზღუდული შესაძლებლობის თემატიკზე მუშაობენ  და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. პროექტის კოორდინატორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტის მონაწილეები არიან:   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ), ბათუმის   შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC),  "მარიანი",  მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის  (MAEE ) , Transilvania University of Brașov UTBV,  Univerzita Palackeho v Olomouc (PUO),   UNIVERSITY OF WARSAW, UW,  Philipps-Universität Marburg, UMR, 

პროექტის შედეგად განათლებისა და მეცნიერების ფაკულტეტზე დაინერგება 10-11 ახალი კურსი, რომელიც მომავალ პედაგოგებს საშუალებას მისცემს შეიძინონ ცოდნა და უნარები, თუ როგორ იმუშაონ განვითარების სხვადასხვა დარღვევის მქონე მოსწავლეებთან. კერძოდ, განვითარდება კურსები, რომლებიც ეხება:

1. სენსორული განვითარების დარღვევის მქონე მოსაწავლეებთან მუშაობის თავისებურებებს;
2. ინტელექტუალური და დასწავლის უნარის დარღვევების მქონე მოსაწავლეებთან მუშაობის თავისებურებებს;
3. ემოციური და ქცევითი დარღვევების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის თავისებურებებს.

მოცემული პროექტი საშუალებას აძლევს მომავალ მასწავლებლებს, პრაქტიკული საქმიანობის დაწყებემდე შეიძინონ ის ცოდნა, რომელიც მათ ყველა „ტიპის“ მოსწავლესთან მუშაობის შესაძლებლობას მისცემს. ამ დრომდე, ქართულ უნივერსიტეტებში სპეციალურ განათლებასთან დაკავშირებული მხოლოდ რამდენიმე ზოგადი კურსი ისწავლება. სპეციალური მასწავლებლები კი ხშირად აკადემიური მომზადების გარეშე იწყებენ პრაქტიკოსებად მუშაობას, რადგან არ არსებობს სპეციალური მასწავლებლის მოსამზადებელი არც საუნივერსიტეტო და არც სასერტიფიკატო კურსი. მოცემული პროექტით საფუძველი ეყრება სპეციალური მასწავლებელების მოსამზადებელ სასერტიფიკატო პროგრამას - სპეციალური განათლების პროგრამის  აკადემიური  პროგრამის განვითარების თხოვნით, თსუ-ს არაერთხელ მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ. როგორც ზემოთ აღინიშნა, ის პროექტის პარტნიორია და აქტიურად არის ჩართული მის განხორციელებაში. ახალი კურსების პილოტირება პროექტის პარტნიორ ქართულ უნივერსიტეტბში 2021 წლის გაზაფხულის სემესტრიდან იგეგმება. მანამდე ქართველი პარტნიორები, უცხოელების აქტიური ჩართულობით იმუშავებენ ახალი სილაბუსებისა და საკითხავი მასალის განვითარებაზე. შესყიდული იქნება დამხმარე სასწავლო ტექნოლოგიები და სახელმძღვანელოები. ქართველ პროფესორებს შესაძლებლობა ექნებათ ეწვიონ უცხოელ პარტნიორებს და ადგილზე გაეცნონ მათ გამოცდილებას. კურსების დანერგვის პროცესში უცხოელი პარტნიორები რეგულარაულად განახორციელებენ საველე ვიზიტებს სუპერვიზიის მიზნით. სამი წლის განამვლობაში, პროექტი ხელს შეუწყობს უნივერსიტეტების, სკოლებისა და არსამთავრობო ორგნიზაციების თანამშრომლობას ინკლუზიური განათლების განვითარების ხელშესაწყობად -  ჩამოყალიბებდა თანმშრომლოების ქსელი. პროექტის ფარგლებში საფუძველი ჩაეყრება ყოველწლიურ ეროვნულ კონფერენციას, რომლის ორგანიზატორიც თსუ იქნება და რომელიც გააშუქებს ქვეყანაში ინკლუზიური განათლების მიღწევებსა და გამოწვევებს. 

Print

« იხ. ყველა სიახლე