ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-12-05

საინფორმაციო შეხვედრა ERASMUS MUNDUS-ის პროექტების წარმომადგენლებთან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ყველა საფეხურის სტუდენტები, ახალგაზრდა მკვლევრები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.  ღონისძიების მონაწილეებს  ინფორმაცია მიაწოდეს ევროპულ უმაღლეს სასწავლებლებთან გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით.
თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროს თეა გერგედავას განცხადებით, „ ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS MUNDUS-ის     გაცვლითი სასწავლო პროგრამები ევროპის 35 წამყვან უნივერსიტეტთან  ხორციელდება.  თსუ ოთხ სხვადასხვა პროექტში მონაწილეობს, რაც ჩვენს სტუდენტებს ევროპული განათლების მიღების შანსს აძლევს.“
შეხვედრას დაესწრნენ და დაინტერესებულ პირებს საჭირო ინფორმაცია  მიაწოდეს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS MUNDUS-ის პროექტების: WEBB -მთელი ევროპა საზღვრებს მიღმა და BACKI- შავ და კასპიის ზღვებს შორის კოორდინატორმა, ბოლონიის უნივერსიტეტის (იტალია) წარმომადგენელმა ფრანჩესკა მალტაურომ და მონპელიეს უნივერსიტეტის (საფრანგეთი) წარმომადგენელმა კოლინ ვოლემ. „ამ პროექტის საშუალებით საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტები ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში ისწავლიან და ევროპული სწავლის მეთოდებს გაეცნობიან. სურვილის შემთხვევაში სტუდენტი გამარტივებული წესით გაივლის რეგისტრაციას - ონლაინ შეავსებს აპლიკაციას.“- აღნიშნა ფრანჩესკა მალტაურომ.

Print

« იხ. ყველა სიახლე