შურთხია ბეროშვილი - ჟურნალისტი

  თსუ გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტის" ჟურნალისტი shurtkhia.beroshvili@tsu.ge

დაიბადა 1965 წლის 9 ივლისს ყვარელში. 1988 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სრული კურსი ჟურნალისტიკის სპეციალობით.
1989-1990 წლებში მუშაობდა კინოსტუდიის გაზეთში "ქართული ფილმი" ჟურნალისტად. 1997 წელს მუშაობდა გაზეთში "ტფილისის უწყებანი" კორესპონდეტად, 1998 წელს _ გაზეთ "ახალი ქართული გაზეთის" კორესპონდენტად. 1999-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში შემოქმედებითი გაერთიანება "მამულის" ჟურნალისტად. 2001_2002 წლებში მუშაობდა გაზეთში "ახალი ეპოქა" გამომშვებ რედაქტორად, პარალერულად _ ჟურნალ "ომეგაში". 2002_2005 წელს მუშაობდა სააგენტო "მედიანიუსის" რედაქტორად. 2005 წელს მუშაობდა თსუ უნივერსიტეტის ინტერნეტჟურნალში `კვალი.~
2006 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტის" ჟურნალისტად.