ბეჭდვა |/ დახურვა
 
2010-03-10

ევროპის კოლეჯის სამაგისტრო სტიპენდიები

ევროპის კოლეჯმა 2010-2011 აკადემიური წლისათვის ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში მონაწილე ქვეყნების, მათ შორის ქართველი სტუდენტებისათვის გამოყო სტიპენდიები მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად ბრუგესა და ნატოლინის (ვარშავა) კამპუსში.

სტიპენდია ფარავს სწავლების საფასურს და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს,  კვებისა და ცხოვრების ხარჯებს.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ:
http://www.coleurop.be/template.asp?pagename=admisscholar_ENPR


ევროპის კოლეჯი ახორციელებს შემდეგ სამაგისტრო პროგრამებს:

  • ევროპული ინტერდისციპლინარული კვლევები (European Interdisciplinary Studies)
  • ევროკავშირის საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია (EU International Relations and Diplomacy Studies)
  • ევროპული პოლიტიკური და ადმინისტრაციული მეცნიერებები (European Political and Administrative Studies)
  • ევროპული ეკონომიკური მეცნიერებები (European Economic Studies)
  • ევროპული იურიდიული მეცნიერებები (European Legal Studies)
  • ევროპული სამართალი და ეკონომიკური ანალიზი (European Law and Economic Analysis (ELEA) specialisation)
დეტალური ინფორმაცია ევროპის კოლეჯისა და მის მიერ შემოთავაზებული პროგრამების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.coleurope.eu

დაინტერესებულმა პირებმა საბუთები უნდა გადააგზავნონ კოლეჯის მისაღებ განყოფილებაში. ასევე დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: www.coleurope.eu/admission

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 15 აპრილი
Print

« იხ. ყველა სიახლე