2011-10-19

ფრიდრიჰ–შილერის იენის უნივერსიტეტის სტიპენდიები თსუ ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის

იენის (გერმანია) უნივერსიტეტის სტიპენდიები თსუ ბაკალავრიატის
III, IV, V სემესტრის სტუდენტებისთვის (2012/2013)

თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს 2012/2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ფრიდრიჰ–შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტში ერთსემესტრიანი სასწავლო სტიპენდიების მოსაპოვებლად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ იურიდიული, ეკონომიკისა და ბიზნესის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის   ბაკალავრიატის  III, IV, V  სემესტრის სტუდენტებს.
 
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

  • ელექტრონულად შევსებული ფორმულარი (2 ეგზემპლარი)
  • ერთი რეკომენდაცია ქართულ და გერმანულ ენაზე (ნოტარიული დამოწმება არ არის საჭირო)
  • ნიშნების ამონაწერი ფაკულტეტის დეკანატიდან ქართულ ენაზე
  • გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში)
  • ბაკალავრიატში სწავლის დამადასტურებელი ცნობა ფაკულტეტის დეკანატიდან (ქართულ ენაზე)
  • ინფორმაცია მიმღებ უნივერსიტეტში შესაბამისი სასწავლო მიმართულების არსებობის შესახებ (www.uni-jena.de)
  • ორი ფერადი ფოტო–სურათი ზომით 3/4  (გთხოვთ, დააკრათ ფორმულარებს)
  • პასპორტის ასლი

შესარჩევი კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
I ეტაპი – გერმანული ენის ტესტი (B2 დონე); II ეტაპი – გასაუბრება
კონკურსის I ეტაპი (ტესტირება) გაიმართება 2011 წლის 17 ნოემბერს 14:30–ზე,
საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში (უნივერსიტეტის ქ. №11)
აუცილებლად იქონიეთ თან პირადობის მოწმობა!


საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2011 წლის 15 ნოემბრის 12 საათი
 
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და საბუთების ჩასაბარებლად მიმართეთ ირინა გამყრელიძეს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 237).



შენიშვნა:                     დაგვიანებული ან/და არასრული განაცხადები არ მიიღება!
კონკურსზე არ დაიშვებიან 2011/2012 სასწავლო წლის იენის კონკურსის გამარჯვებულები!
Print

« იხ. ყველა სიახლე