ბეჭდვა |/ დახურვა
 
2010-03-16

იტალიურენოვანი გაცვლითი პროგრამა თსუ II და III სასწავლო წლის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის!

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის იტალიური ენის მიმართულების ბაკალავრიატის II და III სასწავლო წლის სტუდენტებისათვის კა’ფოსკარის უნივერსიტეტში (იტალია) გაცვლითი სტუდენტის სტატუსით 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სწავლის უფლების მოსაპოვებლად.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პირობაა იტალიური ენის სრულყოფილად ცოდნა.

     კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
საკონკურსო კომისია სააპლიკაციო დოკუმენტაციის შემოწმების შემდეგ გამოავლენს ზეპირ გასაუბრებაზე დაშვებულ აპლიკანტებს, რომელთაგანაც შეირჩევა 2 გამარჯვებული და 2 სარეზერვო კანდიდატი. მიმღები უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს მომსახურების შემდეგ პაკეტს:

!!! მომსახურების პაკეტში არ შედის მგზავრობის ღირებულება და ჯანმრთელობის დაზღვევა.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 31 მარტის 12 საათი.  დაგვიანებული ან/და არასრული აპლიკაციები არ მიიღება!!!
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და საბუთების ჩასაბარებლად მიმართეთ თსუ–ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს;  თსუ II კორპუსი, ოთახი 154. ტელ: 25 02 12


თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი

Print

« იხ. ყველა სიახლე