2017-11-28

ზაარლანდის (გერმანია) უნივერსიტეტის სტიპენდიები

ცხადდება კონკურსი 2018 წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ზაარლანდის (გერმანია) უნივერსიტეტში საზაფხულო ენის კურსების და სამთვიანი სასწავლო სტიპენდიის მოსაპოვებლად.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ-ის შვიდივე ფაკულტეტის ბაკალავრიატის  III, IV, V, VI სემესტრისა და მაგისტრატურის I სემესტრის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს, რომლებიც მინიმუმ B2 დონეზე ფლობენ გერმანულ ენას.

1.სამთვიანი სასწავლო სტიპენდია: 
•სტიპენდიის ხანგრძლივობა:  სამი თვე
•სტიპენდიის მოცულობა:  650 ევრო (თვიურად)
•მობილობის ხანგრძლივობა: ერთი სემესტრი (მინ. სამი თვე)

2.საზაფხულო ენის კურსები (აგვისტო:
•სტიპენდიის ხანგრძლივობა:  ერთი თვე
•სტიპენდიის მოცულობა:  400 ევრო  და უფასო სერთო საცხოვრებელი
•მობილობის ხანგრძლივობა: მაქს. ერთი თვე

შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო მგზავრობისა და სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები!

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
•დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
•გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
დაინტერესებულმა პირებმა  ა/წ 12 დეკემბრის, 23:59 საათამდე  უნდა გამოაგზავნონ სრული სააპლიკაციო დოკუმენტაცია (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე: dfronline_de@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტების ჩამონათვალი , რომელიც PDF-ის ფორმატში უნდა გადმოიგზავნოს ზემოთმოცემული ელ-ფოსტის საშუალებით:
•CV - გერმანულ ენაზე;
•გერმანული ენის ცოდნის (B2 დონე) დამადასტურებელი დოკუმენტი;
•ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (სემესტრის მითითებით) ფაკულტეტის დეკანატიდან - ქართულ ენაზე;  
•ნიშნების ამონაწერი ფაკულტეტის დეკანატიდან (GPA-ის მითითებით) -  ქართულ ენაზე;
•მოტივაციის წერილი - გერმანულ ენაზე;
•რეკომენდაციის წერილი - ქართულ და გერმანულ ენაზე (რეკომენდატორის ხელმოწერით და ფაკულტეტის ბეჭდით დამოწმებული);
•დიპლომის და დიპლომის დანართის ასლი (ეხებათ მაგისტრატურის სტუდენტებს); 
•პასპორტის ასლი

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ირინა გამყრელიძეს: თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი (თსუ-ის მეორე კორპუსი, მეორე სათული, ოთახი 204) ელ-ფოსტა: dfronline_de@tsu.ge , ტელ/ფაქსი: +99532.2250212

შენიშვნა:
•დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
•კონკურსზე არ დაიშვებიან ის სტუდენტები, რომელთაც 2017 სასწავლო წლისათვის მოპოვებული ჰქონდათ ზაარლანდის უნივერსიტეტის იდენტური სტიპენდიები!
•„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” (დანართი 2 ) ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!
Print

« იხ. ყველა სიახლე