ბეჭდვა |/ დახურვა
 
2010-06-09

მეცნიერთა მობილობის პროგრამა

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების პროგრამა, ევროკოლეჯი და ესტონეთის ტარტუს უნივერსიტეტი აცხადებენ მობილობის გრანტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის,მოლდავეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მოლდავეთის ეკონომიკის სწავლებათა აკადემიის,
ლვოვის ივანკო ფრანკოს სახელობის ეროვნული აკადემიის, ოსტროჰის აკადემიის ეროვნული უნივერსიტეტის და კიევ-მოჰილას ეროვნული უნივერსიტეტის აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერებისთვისსამეცნიერო კვლევების ჩასატარებლად ტარტუს უნივერსიტეტში. პროექტი მიმიდინარეობს ქსელური პროგრამის "საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის უნივერსიტეტების
ინტეგრაცია ტრანსფორმაციის შესწავლის ქსელში" ფარგლებში. მობილობის გრანტების მიზანია კვლევის ჩატარება და მასალების შეგროვება სამეცნიერო სტატიების, საკონფერენციო
ნაშრომების და პრეზენტაციების, კურსისა და კურსის მოდულის შედგენა ტრანსფორმაციის მიმართულებით.

გრანტები გაიცემა მოკლევადიანი ვიზიტისთვის (მაქსიმუმი 5-7 დღე)2010 წლის 15-31 აგვისტოს პერიოდში.
აპლიკაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2010 წლის 21 ივლისი. აპლიკაციები უნდა გაეგზავნოს ელექტრონულ ფორმატში ტრანსფორმაციის ქსელის კოორდინატორს ბ-ნ ჰეიკო პააბოს მისამართზე heiko.paabo%20@ut.ee და ქ-ნ ვარიე ქუუტს მისამართზე varje.kuut@ut.ee .


დამატებითი ინფომაციისთვის იხილეთ: http://ec.ut.ee/tsn


	
	
	

















Print

« იხ. ყველა სიახლე