ბეჭდვა |/ დახურვა
 
2011-03-04

ლატვიის საზაფხულო სკოლა

ლატვიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა აცხადებს კონკურსს საერთაშორისო სტუდენტებისთვის სასწავლო პროგრამაში მო­ნაწილეობის მისაღებად სახელწოდებით ”სწავლა და გამოცდილების მიღება ბალტიისპირეთში: ბუნება, კულტურა და მინერალური წყლების საკურორტო ტურიზმი”. სწავლება განხორციელდება 2011 წლის 31 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით ლატვიის ქალაქ ვალმიერასა და ესტონეთის ქალაქ პარნუში.

პროგრამის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეობის მქონე კანდიდატებისთვის ხელმისაწვდომია ლატვიის ვიზების და გამოყენე­ბითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ორი სტიპენდია, რომელიც ფარავს: სასწავლო პროცესის ხარჯებს, დაბინავებას, კვებას, პრაქტიკული მეცადინეობებისა და მგზავრობის ხარჯებს ვალმიერადან პარნუში, სოციალურ და კულტურულ პროგრამებში მო­ნაწილეობას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:



განცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 1 ივნისი.


სასწავლო სტიპენდიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ შემდეგი ვებგვერდი.
Print

« იხ. ყველა სიახლე