2019-05-10

კონკურსი ბრატისლავას კომენიუსის უნივერსიტეტის (სლოვაკეთი) სტიპენდიების მოსაპოვებლად!

ცხადდება კონკურსი  ბრატისლავას კომენიუსის უნივერსიტეტის (სლოვაკეთი) საზაფხულო სკოლის სტიპენდიების მოსაპოვებლად 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მეორე და მესამე კურსის და მაგისტრატურის საფეხურის პირველი კურსის სტუდენტებს.

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება / შეფასება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
  გასაუბრება (თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტი )
 საბოლოო შერჩევა /სტიპენდიის მინიჭება (ბრატისლავას კომენიუსის  უნივერსიტეტი)

დაინტერესებულმა სტუდენტებმა  ა/წ 24 მაისის 12:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ.ფოსტაზე: outgoingmobility@tsu.ge!

სააპლიკაციო დოკუმენტების ჩამონათვალი: 
 პასპორტის ასლი; 
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული); 
 ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით);
 CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არა უმეტეს ორი გვერდისა);
 რეკომენდაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);  
 მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);
  ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტიდან ერთ-ერთი:
- 2018 წლის 9 ოქტომბერს ან 13 მარტს თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა (მინიმალური ქულა: 71);
- მოქმედი ენის საერთაშორისო სერტიფიკატები (TOEFL (iBT) - მინიმალური ქულა - 87, IELTS - მინიმალური საშუალო ქულა 6.5);
- უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული კემბრიჯის სერტიფიკატები (მინიმუმ B2 დონე);
სტიპენდია ფარავს:
საცხოვრებელი ბინის, კვების, კურსების საფასურის ხარჯებს.

გამარჯვებულმა სტუდენტმა თავად უნდა დაფაროს საერთაშორისო მგზავრობისა და საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები.

დამატებითი ინფორმაცია:
 არასრული ან /და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
 დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ.ფოსტის საშუალებით: exchange@tsu.ge.
Print

« იხ. ყველა სიახლე