2010-10-11

ჩეხეთის რესპუბლიკის საბაკალავრო სტიპენდიები

ჩეხეთის რესპუბლიკის სტიპენდიები 2010–2011 სასწავლი წლისთვის
საბაკალავრო სტიპენდიები (სწავლების ენა - ჩეხური)
მიმართულებები: ეკონომიკა, მედიცინა                             
გამარჯვებული კანდიდატები გაივლიან ერთწლიან მოსამზადებელ კურსს ჩეხურ ენაში.
ბაკალავრიატში სწავლის ხანგრძლივობა - 4 წელი (ენის კურსის ჩათვლით)

სტიპენდია მიენიჭება 4 კანდიდატს
კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ მაღალი აკადემიური მოსწრება

ბაკალავრიატის სრული კურსის სტიპენდიის მოსაპოვებლად აპლიკანტებმა უნდა წარადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია ორ ეგზემპლარად:

ა) აპლიკაცია ფოტოსურათითურთ;
•    შევსებული და ფოტოსურათიანი სააპლიკაციო ფორმა ინგლისურ ან ჩეხურ ენაზე;  
    პასპორტის ფოტოსურათიანი გვერდის ასლი;
•    სამოტივაციო წერილი;
•    ტაბელური ბიოგრაფია (CV), რომელიც უნდა მოიცავდეს  შემდეგ ინფორმაციას:
  • ამჟამინდელი და დასრულებული სწავლის და შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებების მისამართებს;
  • მონაცემებს სამსახურეობრივი გამოცდილების შესახებ (კომპანიის სახელწოდება, მისამართი, პოზიცია, სამუშაო აღწერილობა)
  • ბოლო ხუთი წლის მანძილზე საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების ნუსხას

ბ) განაცხადი იმის თაობაზე, რომ აპლიკანტი გაეცნო კონკურსის  ინსტრუქციებს (დანართი 1)
გ) განაცხადი, რომ აპლიკანტი გაეცნო ჯამრთელობის დაზღვევის პირობებს (დანართი 2)
დ) ოფიციალურად დამოწმებული საშუალო სკოლის დამთავრების დამადასტურებელი სერთიფიკატის ასლი, ასევე:  
  • საშუალო სკოლაში გავლილი საგნების ნუსხა, სასწავლო პროგრამის ცხრილი ან გავლილი პრაქტიკული ტრეინიგების სერთიფიკატის ასლი;
  • ჩეხურ ენაზე ნათარგმნი ოფიციალურად დამოწმებული  საშუალო სკოლის დამთავრების დამადასტურებელი სერთიფიკატი (სასურველია თარგმანი დადასტურებული იყოს ჩეხეთის რესუბლიკის საკონსულო განყოფილებაში).
ე) დაბადების მოწმობის ასლი, ჩეხურ ენაზე ნათარგმნი და ლეგალიზებული ჩეხეთის რესპუბლიკის მისიის მიერ
ვ) ჯანმრთელობის ცნობა  ინგლისური ან ჩეხური ოფიაციალური თარგმანით (არაუგვიანეს 2 თვის წინ გაცემული)

წარდგენილი უნდა იყოს დოკუმენტაციის ოფიციალურად დამოწმებული ასლები და არა ორიგინალები.
განიხილება და შეფასდება მხოლოდ სრულყოფილი აპლიკაციები


ფინანსური საკითხები:

სტიპენდია ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის შეადგენს თვეში 9.000 ჩეხური კრონას (დაახლოებით 375 ევრო).

აღნიშნული სტიპენდიით უნდა დაიფაროს ბინისა და ცხოვრების ხარჯები. სტუდენტები არ გადაიხდიან სწავლის გადასახადს და უფასოდ მიიღებენ პირველად სამედიცინო დახმარებას. გამარჯვებულმა აპლიკანტმა თავად უნდა დაფაროს ჩეხეთში გამგზავრების ხარჯები  და ჩეხეთში ჩასვლისას თან იქონიოს დაახლოებით 125–300 ევრო, რაც დასჭირდება ადმინისტრაციული გადასახადებისთვის და ქალაქში გადაადგილებისთვის სტიპენდიის მიღებამდე.  

დაინტერესებულმა პირებმა შევსებული აპლიკაცია და შესაბიმისი დოკუმენტაცია 2010 წლის 25 ნოემბრამდე უნდა წარადგინონ თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 237)



Print

« იხ. ყველა სიახლე