2013-06-14

ბალტიის ზღვის რეგიონისა და კავკასიის ქსელის საერთაშორისო შემოდგომის სკოლა „East and West: Conflict and Co-operation in the Eastern Neighborhood“

ბალტიის ზღვის რეგიონისა და კავკასიის ქსელის
საერთაშორისო შემოდგომის სკოლა
„East and West: Conflict and Co-operation in the Eastern Neighborhood“


თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-6 სემესტრის და ევროპული კვლევების ინსტიტუტისა და სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის პირველი კურსის მაგისტრატურის სტუდენტებისთვის საერთაშორისო შემოდგომის სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.

შემოდგომის სკოლის ორგანიზატორები:
  1. ჰელსინკის უნივერსიტეტი
  2. ბელორუსიის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  3. გროდნოს იანკა კუპალას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  4. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  5. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პირობაა ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე) და მაღალი აკადემიური მოსწრება!!!

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
  • CV (ინგლისურ ენაზე)
  • მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, 1 გვერდი)
  • აკადემიური მოსწრების ფურცელი (ქართულ ენაზე)

სკოლის ხანგრძლივობა: 23-28 სექტემბერი, 2013 წელი, თბილისი
კრედიტების რაოდენობა: 5 ECTS


საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2013 წლის 27 ივნისის 16 საათი


დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და საბუთების ჩასაბარებლად მიმართეთ ანი ჭელიშვილს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ პირველი კორპუსი, ოთახი 121, ტელ: 222 56 79)



შენიშვნა: დაგვიანებული ან/და არასრული განაცხადები არ მიიღება!


პროგრამის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ თანდართული დოკუმენტი

Print

« იხ. ყველა სიახლე