2010-07-28

ერასმუს მუნდუსის გარე–თანამშრომლობის ფანჯარა /ლოტი 6/ აცხადებს კონკურსს სადოქტორო მობილობის გრანტის მოსაპოვებლად

პროგრამის ხანგრძლივობა 34 თვე
მობილობის დასაწყისი: 01/03/2011
მესამე სამიზნე ჯგუფი
(დევნილის სტატუსის მქონე დოქტორანტურის სტუდენტები ან/და მაგისტრის ხარისხის მქონე კურსდამთავრებულები)
1 სტიპენდია ალექსანდრეს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში
(თესალონიკი, საბერძნეთი)

სააპლიკაციო პაკეტი:
  • ერასმუს მუნდუსის სააპლიკაციო ფორმის შევსებული ვარიანტი
  • მაგისტრის დიპლომის ასლი;
  • დიპლომის დანართი (დოკუმენტის ნოტარიალურად დამოწმებული ინგლისური თარგმანი);
  • ცნობა დოქტორანტურის სტუდენტის სტატუსის შესახებ (მხოლოდ დოქტორანტურის სტუდენტებისთვის) (დოკუმენტის ოტარიალურად დამოწმებული ინგლისური თარგმანი);
  • ინგლისური (ან/და ბერძნული) ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი;
  • სოციალურ–ეკონომიკური პრობლემის, განსაკუთრებული საჭიროების, სამედიცინო პრობლემის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა (დოკუმენტის ნოტარიალურად დამოწმებული ინგლისური თარგმანი);
  • იძულებით გადაადგილებულის/ლტოლვილის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა (დოკუმენტის ნოტარიალურად დამოწმებული ინგლისური თარგმანი);
  • პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
  • 2 სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე ან დოკუმენტის ნოტარიალურად დამოწმებული ინგლისური თარგმანი);
  • ცნობა სამსახურიდან (არსებობის შემთხვევაში) (დოკუმენტის ნოტარიალურად დამოწმებული ინგლისური თარგმანი);


საბუთების ჩაბარების პროცედურა:
  • აპლიკანტებმა სააპლიკაციო პაკეტი (შესაბამისი დოკუმენტაცია ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული) უნდა გააგზავნონ პირდაპირ მიმღებ უნივერსიტეტში. ამასთანავე, ერასმუს მუნდუსის შევსებული აპლიკაციის ფორმა ელ–ფოსტით უნდა გაეგზავნოს პროექტის საკონტაქტო პირს მარია პანიდუს – panidou.maria@teithe.gr და თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს – erasmus@tsu.ge

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ–გვერდი: www.erasmusmundus5.gr
საბუთების ჩაბარების ბოლო ვადაა 2010 წლის 23 აგვისტო!!!


პარტნიორი უნივერსიტეტის მისამართი:
Alexander Technological Educational Institution of Thessaloniki
Address: Box 141, GR-57400, Sindos Thessaloniki, GREECE
Contact Person: Maria Panidou, e-mail: panidou.maria@teithe.gr
Print

« იხ. ყველა სიახლე