2011-10-19

ზაარლანდის (გერმანია) უნივერსიტეტის სტიპენდიები თსუ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის (2011/2012)

თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს 2011/2012 სასწავლო წლისთვის ზაარლანდის უნივერსიტეტში სტიპენდიების მოსაპოვებლად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ ყველა ფაკულტეტის ბაკალავრიატის III, IV, V, VI სემესტრისა და მაგისტრატურის I და II სემესტრის სტუდენტებს (ერთთვიანი ენის კურსები და სამთვიანი სტიპენდია), ასევე თსუ დოქტორანტებს (მოკლევადიანი კვლევითი სტიპენდია).

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

  • ელექტრონულად შევსებული ფორმულარი (2 ეგზემპლარი)
  • ერთი რეკომენდაცია ქართულ და გერმანულ ენაზე (ნოტარიული დამოწმება არ არის საჭირო)
  • ნიშნების ამონაწერი ფაკულტეტის დეკანატიდან ქართულ ენაზე (ეხებათ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს)
  • გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში)
  • ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა ფაკულტეტის დეკანატიდან (ქართულ ენაზე)
  • ბაკალავრის დიპლომის და დიპლომის დანართის ასლი (ეხებათ მხოლოდ მაგისტრატურის პირველის სემესტრის სტუდენტებს)
  • მაგისტრის დიპლომის ასლი (ეხებათ მხოლოდ დოქტორანტებს)
  • ინფორმაცია მიმღებ უნივერსიტეტში შესაბამისი სასწავლო მიმართულების არსებობის შესახებ (www.uni-saarland.de)
  • ორი ფერადი ფოტო–სურათი ზომით 3/4 (გთხოვთ, დააკრათ ფორმულარებს)
  • პასპორტის ასლი

შესარჩევი კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
I ეტაპი – გერმანული ენის ტესტი (B2 დონე); II ეტაპი – გასაუბრება
კონკურსის I ეტაპი (ტესტირება) გაიმართება 2011 წლის 17 ნოემბერს 14:30–ზე,
საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში (უნივერსიტეტის ქ. №11)
აუცილებლად იქონიეთ თან პირადობის მოწმობა!

გაცვლითი პროგრამა არ ანაზღაურებს საერთაშორისო მგზავრობისა და დაზღვევის ხარჯებს.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2011 წლის 15 ნოემბრის 12 საათი

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და საბუთების ჩასაბარებლად მიმართეთ ირინა გამყრელიძეს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 237).


შენიშვნა:
გერმანულენოვან დოქტორანტებს არ მოეთხოვებათ ენის ტესტის დაწერა, გამონაკლისის სახით გერმანული ენის არცოდნის შემთხვევაში კონკურსზე დაიშვებიან მხოლოდ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისურენოვანი დოქტორანტები. დაგვიანებული ან/და არასრული განაცხადები არ მიიღება!

კონკურსზე არ დაიშვებიან 2010/2011 სასწავლო წლის ზაარლანდის კონკურსის გამარჯვებულები!
Print

« იხ. ყველა სიახლე