2010-06-17

FP7 ჩარჩო პროგრამის ფარგლებში საქმიანი შეხვედრა ერევანში

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების თანამშრომლობის ქსელი(S&T International Cooperation Network for East European and Central Asian Countries)აწყობს სამუშაო შეხვედრას FP7 გარემოს დაცვის(მათ შორის კლიმატის ცვლილება)ფარგლებში,რომელიც გაიმართება ერევანში, 2010 წლის 7-8 ოქტომბერს. შეხვედრის მიზანია დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის მკვლევარებისა და სხვა დაინტერესებული პირების შეკრება რომლებიც განიხილავენ პერსპექტიული თანამშრომლობის საკითხებს FP7 ჩარჩო პროგრამის ფარგლებში შემდეგ თემებზე:

1. კლიმატის ცვლილება, გამონაბოლქვი და რისკები
2. რესურსების მდგრადი მენეჯმენტი
3. დედამიწაზე დაკვირვება და მდგრადი განვითარების მექანიზმები

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2010 წლის 2 აგვისტო.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ: http://be.sci.am/



Print

« იხ. ყველა სიახლე