ბეჭდვა |/ დახურვა
 
2010-03-31

ლატვიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა თსუ სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის

ლატვიის საზაფხულო სკოლა

ლატვიის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ქართველ სტუდენტებსა და ლექტორებს სთავაზობს ლატვიის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას, რომელიც ლატვიის რესპუბლიკის უმაღლესი სასწავლებლების მიერ არის ორგანიზებული. წელს ბალტიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში ისწავლება ”აღმოსავლეთ ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის აუზის სივრცეში კულტურებს შორის ურთიერთობა” (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ www.biss.va.lv) პროგრამა განხორციელდება 2010 წლის 16-29 მაისს, ვალმიერაში, ვაიძიმის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის მიერ და 2010 წლის 8-21 აგვისტოს, რიგაში, საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში ”Urban Outcast” (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ www.summerschool.rtu.lv) რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით.
სტიპენდიის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭირო საბუთების სია:
საზაფხულო სკოლისთვის ყველა საჭირო დოკუმენტი, მათ შორის კანდიდატის წარდგენის წერილი შესაბამისი ინსტიტუტიდან უნდა გაეგზავნოს პირადად საზაფხულო სკოლის ორგანიზატორებს:

ბალტიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა - BISS 2010
ვაიძიმის გამოყენებითი მეცნეირების უნივერსიტეტი
infobiss@va.lv

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა
რიგის ტექნიკური უნივერსიტეტი
საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
Evita.serjogina@rtu.lv

ვაიძიმის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტში აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 1 აპრილი, ხოლო რიგის ტექნიკურ უნივერსიტეტში - 2010 წლის 31 მაისი.

საკონტაქტო პირი: ლატვიის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი თანამშრომელი, მაიჟა ზვაირბალი.
ტელ: +371 67047905, ელ-ფოსტა: maija.zvirbule@izm.gov.lv
Print

« იხ. ყველა სიახლე