2017-11-27

სალერნოს უნივერსიტეტის (იტალია) საბაკალავრო და სამაგისტრო სტიპენდიები!

ცხადდება კონკურსი თსუ ჰუმანიტარულ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის და იურიდიული ფაკულტეტების, ასევე, განათლების მიმართულების ბაკალავრიატის მეორე, მესამე და მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტებისთვის სალერნოს უნივერსიტეტში 2017/2018 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრში სასწავლებლად. 

საბუთების წარდგენის ბოლო ვადა:  2017 წლის 11 დეკემბერის 16:00 საათი.
      
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პირობაა იტალიური ენის  ცოდნა.
 
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
პასპორტის ასლი;
CV (იტალიურ ენაზე);
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
აკადემიური მოსწრების ფურცელი (ქართულ ენაზე); 
მოტივაციის წერილი (იტალიურ ენაზე, 3 ეგზემპლარად);
სარეკომენდაციო წერილი (იტალიურ ენაზე).

სააპლიკაციო დოკუმენტები (pdf ფორმატით) მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:exchange@tsu.geკანდიდატებმა ელ-ფოსტის სათაურში უნდა მიუთითონ: განაცხადი - სალერნოს უნივერსიტეტი. თითეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული. 

მიმღები უნივერსიტეტი კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტს სთავაზობს მომსახურების შემდეგ პაკეტს:
•უფასო სწავლა
•ოთახი საუნივერსიტეტო საერთო საცხოვრებელში(მხოლოდ ერთი სტუდენტისთვის). 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტს შემდეგ ელ. ფოსტაზე:lela.katsadze@tsu.ge

შენიშვნა:დაგვიანებული ან/და არასრული განაცხადები არ მიიღება!
Print

« იხ. ყველა სიახლე