2010-06-27

დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი - 2010

აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემია

საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა

  დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი - 2010

აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემია მაღალი აკადემიური მოსწრების, პროფესიული გამოცდილებისა და საერთაშორისო საქმეთა სფეროში მუშაობით დაინტერესებულ აპლიკანტებს სთავაზობს სამაგისტრო პროგრამას - დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები (Master of Arts in Diplomacy and International Affaires).   მიღების ერთ-ერთი მთავარი პირობაა ინგლისური ენის ცოდნა.

პროგრამა, რომლის ხანგრძლივობაა 2 წელი, განკუთვნილია აზერბაიჯანელი და უცხოელი სტუდენტებისათვის და მოიცავს საერთაშორისო ურთიერთობების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ ასპექტებს.

დაინტერესებულმა პირებმა სააპლიკაციო განაცხადი უნდა შეავსონ ონ-ლაინ რეჟიმში. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.ada.edu.az/admissions

გარკვეული რაოდენობის სრული და ნაწილობრივი სტიპენდიები გამოყოფილია BSEC -ის წევრი ქვეყნების წარმომადგენელი სტუდენტებისათვის.

დამატებითი ინფორმაცია აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მისამართზე: www.ada .edu.az

 

Print

« იხ. ყველა სიახლე