ბეჭდვა |/ დახურვა
 
2010-10-11

ჩეხეთის რესპუბლიკის სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიები

ჩეხეთის რესპუბლიკის სტიპენდიები 2010–2011
სამაგისტრო და სადოქტორი სტიპენდიები (სწავლება ინგლისურ ენაზე)
მიმართულება: ეკონომიკა
სტიპენდია მიენიჭება 3 კანდიდატს
კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ მაღალი აკადემიური მოსწრება

შერჩეული აპლიკანტები ჩეხეთის საელჩოში გაივლიან ტესტირებას ინგლისურ ენაში
აპლიკანტებმა უნდა წარადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია ორ ეგზემპლარად:

ა) აპლიკაცია ფოტოსურათითურთ;
•    შევსებული და ფოტოსურათიანი სააპლიკაციო ფორმა ინგლისურ ან ჩეხურ ენაზე;  
•    პასპორტის ფოტოსურათიანი გვერდის ასლი;
    სამოტივაციო წერილი;
    ტაბელური ბიოგრაფია (CV), რომელიც უნდა მოიცავდეს  შემდეგ ინფორმაციას:
ბ) განაცხადი იმის თაობაზე, რომ აპლიკანტი გაეცნო კონკურსის  ინსტრუქციებს (დანართი 1)
გ) განაცხადი, რომ აპლიკანტი გაეცნო ჯამრთელობის დაზღვევის პირობებს (დანართი 2)
დ) ოფიციალურად დამოწმებული საშუალო სკოლის დამთავრების დამადასტურებელი სერთიფიკატის ასლი, ასევე:  
ე) დაბადების მოწმობის ასლი, ჩეხურ ენაზე ნათარგმნი და ლეგალიზებული ჩეხეთის რესპუბლიკის მისიის მიერ
ვ) ჯანმრთელობის ცნობა  ინგლისური ან ჩეხური ოფიაციალური თარგმანით (არაუგვიანეს 2 თვის წინ გაცემული)

წარდგენილი უნდა იყოს დოკუმენტაციის ოფიციალურად დამოწმებული ასლები და არა ორიგინალები.
განიხილება და შეფასდება მხოლოდ სრულყოფილი აპლიკაციები


ფინანსური საკითხები:

სტიპენდია მაგისტრატურის სტუდენტებისთვის შეადგენს თვეში 9.000 ჩეხური კრონას (დაახლოებით 375 ევრო), ხოლო დოქტორანტურის სტუდენტებისათვის - 9.500 კრონას (დაახლოებით 400 ევრო).

აღნიშნული სტიპენდიით უნდა დაიფაროს ბინისა და ცხოვრების ხარჯები. სტუდენტები არ გადაიხდიან სწავლის გადასახადს და უფასოდ მიიღებენ პირველად სამედიცინო დახმარებას. გამარჯვებულმა აპლიკანტმა თავად უნდა დაფაროს ჩეხეთში გამგზავრების ხარჯები  და ჩეხეთში ჩასვლისას თან იქონიოს დაახლოებით 125–300 ევრო, რაც დასჭირდება ადმინისტრაციული გადასახადებისთვის და ქალაქში გადაადგილებისთვის სტიპენდიის მიღებამდე.  

დაინტერესებულმა პირებმა შევსებული აპლიკაცია და შესაბიმისი დოკუმენტაცია 2010 წლის 25 ნოემბრამდე უნდა წარადგინონ თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 237)


Print

« იხ. ყველა სიახლე