ბეჭდვა |/ დახურვა
 
2010-06-25

საბერძნეთის რესპუბლიკის სტიპენდიების პროგრამა

საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროგრამის - განვითარებისათვის თანამშრომლობისა და დახმარების - ფარგლებში   უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 2010-2011 აკადემიური წლისათვის გამოუყო 100 სტიპენდია საბერძნეთის უმაღლეს აკადემიურ და ტექნოლოგიურ დაწესებულებებში ბაკალავრიატის ( undergraduate) და ბაკალავრიატის შემდგომ ( postgraduate) საფეხურზე სასწავლებლად.

სტიპენდიები არ არის განკუთვნილი ბაკალავრიატის საფეხურზე თეოლოგიისა და გამომსახველობითი ხელოვნების სპეციალობებზე, ხოლო ბაკალავრიატის შემდგომ საფეხურზე მედიცინის სპეციალობაზე სასწავლებლად.

დაინტერესებულმა პირებმა სააპლიკაციო ფორმები საჭირო საბუთებთან ერთად უნდა წარადგინონ საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საელჩოში.  საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 30 ივლისი, 2010.

დეტალური ინფორმაცია სტიპენდიის პირობების, სტიპენდიის მიღების კრიტერიუმების, წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ, ასევე სააპლიკაციო ფორმები, შეგიძლიათ იხილოთ საბერძნეთის საელჩოს ვებ-გვერდზე: www.greekembassy.ge ,

ასევე: http://www.hellenicaid.gr/frontoffice/portal.asp?cpage=NODE&cnode=64&clang=1;

http://www.hellenicaid.gr/frontoffice/portal.asp?cpage=RESOURCE&cresrc=198&cnode=64&clang=1

 

 

Print

« იხ. ყველა სიახლე