ბეჭდვა |/ დახურვა
 
2010-10-26

სტიპენდია ჟურნალისტებისთვის ბერლინში (გერმანია)

რობერტ ბოშის ფონდი და ბერლინის ჟურნალისტების სკოლა სთავაზობენ ჟურნალისტებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან, მათ შორის საქართველოდანაც სამ თვიან სტიპენდიას ბერლინში. სტიპენდია მოიცავს თვიურად 1100 ევროს და კურატორების დახმარებას მასპინძელ რედაქციებში.
სტიპენდიატებს ასევე დახმარება გაეწევათ საცხოვრებელი ბინის მოძებნაში.

2011 წლის 1 მარტიდან 31 მაისამდე ბერლინში სასწავლო და სამუშაო ვიზიტის მიზანია გერმანიისა და ევროკავშირის შესახებ ძირითადი ცოდნის შეძენა და პრაქტიკის გავლა მედიის სხვადასხვა სფეროებში.

წინაპირობა:

დეტალურ ინფორმაციასა და საგანაცხადო ანკეტებს ნახავთ შემდეგ ვებ-გვერზე:
www.medien-mittler.de

* საბუთები მიიღება 2010 წლის 1 ნოემბრამდე

* გასაუბრება ჩატარდება ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში.


დამატებითი ინფორმაცია:

Berliner Journalisten-Schule
"Medien-Mittler"
Karl-Liebknecht Str. 29
D - 10178 Berlin
E-Mail: info@medien-mittler.de
Print

« იხ. ყველა სიახლე