2018-09-18

2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისა და 2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის თსუ-ს უცხოენოვან გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ!

უცხო ენის მოქმედი საერთაშორისო სერტიფიკატების არქონის შემთხვევაში (აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე, B2 დონე) Erasmus+, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ინიცირებულ მევლანას გაცვლით პროგრამასა და თსუ-ს უცხოენოვან გაცვლით პროგრამებში (ორმხრივი ხელშეკრულებების ფარგლებში) მონაწილეობის მსურველი სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ სავალდებულო ენის ინსტიტუციურ ტესტირებაზე ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში - mobility.tsu.ge  და ატვირთონ ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ  ა/წ 5 ოქტომბრის 16:00 საათამდე

ტესტირების ჩაბარების უფლება აქვთ აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე თსუ ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე, მაგისტრატურის პირველი და მეორე, დოქტორანტურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრის სტუდენტებს!*

ტესტირების ჩაბარების უფლება აქვთ თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მეშვიდე სემესტრის იმ სტუდენტებს, რომლებიც აპირებენ რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტის (INSA) გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას (ფრანგული ენა, B1 დონე). 

ტესტირება გაიმართება  2018 წლის 9 ოქტომბერს 10:00-ზე  საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში (უნივერსიტეტის ქ. №11). 

გთხოვთ, ტესტირებაზე აუცილებლად იქონიოთ თან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა!

*სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველი მე-5 და მე-6 სემესტრის დოქტორანტების საყურადღებოდ:  თუ სადოქტორო ნაშრომის სირთულიდან გამომდინარე ვერ ახერხებთ 6 სემესტრში სწავლის დასრულებას და აუცილებლად გიწევთ სემესტრ(ებ)ის დამატება და ამ ინფორმაციას თქვენი ფაკულტეტი ცნობით დაგიდასტურებთ, შეძლებთ ენის ტესტზე დარეგისტრირებას და კონკურსში მონაწილეობის მიღებას.
Print

« იხ. ყველა სიახლე