2018-03-14

ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიები ლიმერიკის უნივერსიტეტში!

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ლიმერიკის უნივერსიტეტში (ირლანდია).

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებს შემდეგი მიმართულებებიდან: ბიზნესი, ქიმია, კომპიუტერული მეცნიერებები, სოციოლოგია, ეკონომიკა, ელექტრული ინჟინერია, ევროპული კვლევები, ჟურნალისტიკა, იურიდიული, ფსიქოლოგია, საჯარო ადმინისტრირება.

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

დაინტერესებულმა სტუდენტებმა  ა/წ 30 მარტის 14:00 საათამდე  უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე:erasmusplus@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი 
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
ენის საერთაშორისო სერთიფიკატი (სავალდებულოა, TOEFL  ან IELTS – მინიმუმ B2 დონე)
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ თქვენი და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით)  დანართი 1

სტიპენდიის ხანგრძლივობა:
ერთი სემესტრი (2018/2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი)

სტიპენდია მოიცავს:
უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია 850 ევროს ოდენობით, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება.

შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და  საერთაშორისო ყოველთვიური დაზღვევის ხარჯები!

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით:erasmusplus@tsu.ge

არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
Print

« იხ. ყველა სიახლე