2018-03-09

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიები ლუნდის უნივერსიტეტში!

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ლუნდის უნივერსიტეტში (შვედეთი) .

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შემდეგი მიმართულებებიდან: ნევროლოგია/ნეირომეცნიერება. 

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი/ლუნდის უნივერსიტეტი)
სტიპენდიის მინიჭება (ლუნდის უნივერსიტეტი უნივერსიტეტი)

დაინტერესებულმა პირებმა  ა/წ 21 მარტის, 17:00 საათამდე  უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე:erasmusplus@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
სტუდენტები: 
პასპორტის ასლი 
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
ინგლისური ენის ცოდნის სერთიფიკატი (TOEFL ან IELTS ან 2017/2018 სასწავლო წელს თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა)
საკვლევი გეგმის მოკლე მონახაზი (ინგლისურ ენაზე)
პერსონალი: 
პასპორტის ასლი 
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
შევსებული სამუშაო გეგმა (თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული): დანართი 1

სტიპენდიის ხანგრძლივობა:
სტუდენტები:
ერთი სემესტრი (6 თვე - 2018/2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი)
პერსონალი:  
7 სამუშაო დღე (+ 2 დღე მგზავრობისთვის)

სტიპენდია მოიცავს:

სტუდენტები: 
ყოველთვიური სტიპენდია 850 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება (ლიმიტი 530 ევრო).
პერსონალი:  
დღიური სტიპენდია 160 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება (ლიმიტი 530 ევრო).

დამატებითი ინფორმაცია: 

შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა (სტუდენტების შემთხვევაში) და საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: erasmusplus@tsu.ge
არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
Print

« იხ. ყველა სიახლე